რეფლექსია
ტრენინგის მსვლელობისას მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ზერდაპირული არსებული ცოდნა გავიღრმავე, რამაც საშუალება მომცა, ის რაც მხოლოდ თეორიულად ვიცოდი სასწავლო პროცესში განმეხორციელებინა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე რამდენიმე სტრატეგიის შესწავლა გააზრება და ტრენინგზევე პრაქტიკულად განხორციელება, როდესაც ჩვენ, პედაგოგები ვიყავით მოსწავლის როლში და მათი თვალით ვაფასებდი სასწავლო პროცესს, ვფიქრობ ამ სტრატეგიების გამოყენება სასწავლო პროცესს გაცილებით სასიამოვნოს, მრავალფეროვანსა და ეფექტურს გახდის როგორც ჩემი მოსწავლეებისათვის, ისე ჩემთვის. მართალია ყველა სტრატეგია თუ მეთოდი უნაკლოდ არ ერგება ყველა კლასსა და სიტუაციას, მეტ-ნაკლებად ახლავს მათ სხვადასხვა საფრთხე, თუმცა ტრენინგზე მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ მასწავლებელი არ უნდა უფრთხოდეს ასეთ გამოწვევებს, პირიქით, უნდა ატარებდეს ექსპერიმენტებს და სხვადასხვა მეთოდის გარკვეული მოდიფიცირების შედეგად არგებდეს მათ მოსწავლეთა საჭიროებებს. უახლოეს მომავალში მოვიწვევ კათედრის სხდომას,